ყველა სიახლე ერთ სივრცეში
პირველ ღამეს სექსი არ მინდოდა – ქალიშვილობის დაკარგვის მეშინოდა, ქმარი კი პორნოს ყურებას მაიძულებდა

პარტენოფობია- ასე უწოდებენ ქალწულობის დაკარგვის შიშს.
საქართველოში ქალწულობას როგორ წესი პირველ საქორწინო ღამეს ეთხოვებიან. ( დამშვიდდით, ამ სტატიაში ქალიშვილობის თემის განხილვას ნამდვილად არ ვაპირებ )
ქალწულები, რომელთაც სქესობრივი კონტაკტი მამაკაცთან ჯერ არ ქონიათ და ფრაზა - '' ისე არ აგცდება ეგ როგორც პატარძალს''.
პირველ საქორწინო ღამეს ქმართან სექსი ვალდებულებაა, აბა რა გეგონა რომ თხოვდებოდი ... თუმცა სამწუხაროდ ხშირ შემთხვევაში ( და ეს ჩემი მოგონილი არ არის ) პირველ ღამეს კაცები ''ცხოველებივით'' იქცევიან. მათ ცოლი მოიყვანეს, ქალიც უკვე მათი საკუთრებაა და რასაც უნდა იმას გააკეთებენ. აბა რომ თხოვდებოდა რა ეგონა, აცდებოდა?
პირველი სქესობრივი კონტაკტის შემდეგ ფსიქოლოგიურ ტრამვას ძალიან ბევრი ქალი იღებს, კაცებს ხშირად ავიწყდებათ რომ პორნო საიტებზე ნანახი პოზების გამოცდა ქალიშვილებთან არ შეიძლება, რომ მათ ცოლი მხოლოდ ეხლა მოიყვანეს და რომ ყველა ფანტაზია პირველ ღამეს ვერ განხორციელდება, ისინი ისაკუთრებენ ცოლებს და მორჩა, ( და ისევ, აბა რომ თხოვდებოდი რა გეგონა ) .სამწუხაროდ მამაკაცებს ავიწყდებათ რომ ქალისთვის პირველი სექსი ყოველთვის რაღაც განსაკუთრებულთან ასოცირდება, და არა მათ მიერ უბრალო ჟინისა და ვნების დაკმაყოფილებასთან.
ქალების ნერვიულობა და შიში თავისთავად გასაგებია, აპკის გახევა თითქმის ყოველთვის ტკივილთან ასოცირდება, რაც უფრო მეტია ტკივილის შიში, მით უფრო მტკივნეული ხდება აქტი . მიუხედავად იმისა რომ აპკის მთლიანობის დარღვევით გამოწვეული ტკივილი იშვიათად არის ძალიან ძლიერი, ქალწულობის დაკარგვის შიში სწორედ ამ ტკივილს აძლიერებს, რადგან არ ხდება კუნთების მოდუნება, პირიქით ხდება შეკუმშვა რაც აქტის ნორმალურ განხორციელებას ხელს უშლის.
ხოდა მოდი და მოდუნდი ეხლა ცხოველივით როცა ექცევიან ახლადმოყვანილ ცოლებს.
თუმცა პირველი ღამის შიში რა თქმა უნდა ეს პირობითი ტერმინია, შეიძლება ეს ქორწინებამდეც მოხდეს და ასე შემდეგ, თუმცა ამას გადამწყვეტი მნიშნველობა არ აქვს.
უბრალოდ ძალიან ბევრმა მამაკაცმა არ იცის ქალიშვილებთან მოქცევის წესი, ესეც ზუსტად სექსუალური გაუნათლებლობის შედეგია. სახეზე კი ვიღებთ ქალებს, რომლებმაც პირველი აქტის შემდეგ გარკვეული ფსიქოლოგიური ტრამვა მიიღეს და სამწუხაროდ ხშირად ეს მათ მომავალ სექსუალურ ცხოვრებაზეც ახდენს გავლენას.ამასაც ხომ ცოდნა უნდა ....

წყარო

ასევე გირჩევთ:
დატოვეთ კომენტარი
დიზაინი დამზადებულია სპეციალურად SIAXLE.RU-სთვის.