» » "ცოლ-ქმრული ღალატის პატიება შეიძლება" - რა ბედი ელის ახალ სეზონზე ნინას

"ცოლ-ქმრული ღალატის პატიება შეიძლება" - რა ბედი ელის ახალ სეზონზე ნინას

12 March 2019, Tuesday
2 236
0
0
loading...

მსახიობ ანი ტყებუჩავასთვის "ჩემი ცოლის დაქალების" მე-14 სეზონი ყველაზე ემოციური აღმოჩნდა. მისი გმირი ნინა დიდი განსაცდელის წინაშე დადგა. მას სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. 

თავისი გმირის, ნინას მდგომარეობამ აიძულა, თმა გადაეპარსა. ახალ სეზონს ანი მოზრდილი თმით შეხვდება. 

მსახიობთან ჟურნალმა "სარკემ" ინტერვიუ ჩაწერა, სადაც სერიალის კიდევ ერთ ინტრიგაზე - ზაზასა და ქეთის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე ჰკითხა. 

- "ჩემი ცოლის დაქალების" მთავარი ინტრიგა ამ სეზონზეც გაგრძელდება - ქეთის ღალატს ვგულისხმობ. თქვენ როგორ მიიღეთ ნინას დაქალის ასეთი საქციელი?

- ამ ეპიზოდთან დაკავშირებით საზოგადოების რეაქციამ გამაკვირვა. განსაკუთრებით, როცა ქალები გამოირჩევიან ინიციატივით, რომ აჩიკო ექიმს თავი გაუხეთქონ, ქეთის ღალატი არ აპატიონ და ასე შემდეგ. ჩვენ, ადამიანები იმიტომ მოვედით ცხოვრებაში, რომ უკეთესები გავხდეთ ჩვენს შეცდომებზე სწავლით. 


ღალატის მომხრე ცალსახად არ ვარ, მაგრამ ადამიანის გამეტება არ შეიძლება. პირადად ყოველთვის შეცდომების მიტევების მომხრე ვარ. 

სხვათაშორის, ქეთის მხრიდან ღალატს მოველოდი, რადგან ქალი, რომელიც ოჯახში დიდი შიშის ქვეშ ცხოვრობს, ხშირად ასეთ შედეგამდე მიდის. მე მინდა ზაზაში ბევრი რამ შეიცვალოს. 
სურვილი მაქვს, ქეთი და ზაზა შერიგდნენ და სულ სხვა ადამიანები გახდნენ. 

- თქვენ თვლით, რომ ცოლ-ქმრული ღალატის პატიება რეალურ ცხოვრებაში შეიძლება?

- კი, ღალატის პატიება შეიძლება. მნიშვნელოვანია ის, რატომ მოხდა ეს ღალატი. 

- ახალ სეზონზე ნინას რა ბედი ელის?
- ნინა მკურნალობას აგრძელებს და არავინ იცის, ამ პროცესს რა მოჰყვება. იმედი მაქვს, საბოლოოდ გამოჯანმრთელდება. 


წყარო

loading...
Комментарии:
ყველა უფლება დაცულია © 2015-2019