» » როგორ იღებენ სექ'სის სცენებს სინამდვილეში - ნახეთ ვიდეო

როგორ იღებენ სექ'სის სცენებს სინამდვილეში - ნახეთ ვიდეო

16 March 2019, Saturday
3 054
0
0
loading...

თავშივე გეტყვით, რომ გადასაღებ მოედანზე მსახიობებს არასდროს აქვთ სექსი, თუკი, რა თქმა უნდა, პორნოფილმი არ არის, მაგრამ ახლა ამ ჟანრზე არ ვსაუბრობთ...

სექსუალური სცენების გადაღება, კინემატოგრაფისტების თქმით, არცთუ ისე მარტივია და შეიძლება, საშიში ილეთების სცენებსაც შევადაროთ.

იმ შემთხვევაშიც კი, როცა კადრში მსახიობები შიშვლები ჩანან, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი სცენას მთლიანად დედიშობილა იღებენ. შიშველი სხეულის იმიტაციისთვის უამრავი მეთოდი არსებობს. მაგალითად, პლასტიკური გრიმი, კანის ფერის თხელი კოსტიუმი, სილიკონის მისაკრავი მკერდისთვის (მიხატული თავებით). კაცის ორგანოს დასაფარად კი გამოიყენება ე.წ. cock sock - შეუმჩნეველი ტომარა, რომელიც მუცლის ქვედა ნაწილზე მაგრდება.

მსახიობების უმეტესობისთვის სექსის სცენები სტრესია. რაც არ უნდა დაფარონ, მაინც უხერხულია კამერის წინ შიშველ ადამიანთან ჩახუტება. უხერხულობას კი არტისტები სხვადასხვაგვარად ებრძვიან, ზოგჯერ ალკოჰოლითაც კი. მაგალითად, მაიკლ დუგლასმა და გლენ კლოუზმა ფილმ „საბედისწერო მიმზიდველობის“ გადაღების დროს შამპანური მიიღეს - ზომიერად, რა თქმა უნდა.


განსაკუთრებულად პიკანტური კადრების გადაღებისას გადამღები ჯგუფი, როგორც წესი, კართან დგას და კარნახობს - ამას „დახურული მოედანი“ ეწოდება. ხშირად რეჟისორი მხოლოდ ერთი ოპერატორით შემოიფარგლება. სტენლი კუბრიკმა კი საერთოდაც მარტომ გადაიღო ტომ კრუზისა და ნიკოლ კიდმანის ინტიმური სცენა ფილმში „ფართოდ გახელილი თვალები“.


იბადება ლოგიკური კითხვა: როგორ ახერხებენ კაცები თავის შეკავებას, როდესაც შიშველ ნიკოლ კიდმანს ან სალმა ჰაიეკს ეხებიან? სინამდვილეში ეს პრობლემა იშვიათად წარმოიქნება და მსახიობის არაპროფესიონალიზმზე მეტყველებს. საათობით გაგრძელებული გადაღება, პროჟექტორების სიმხურვალე, უამრავი თვალი გარშემო - რას იტყვით, ერექციას გამოიწვევს?


სხვათა შორის, ის, თუ როგორ ასრულებენ მსახიობები ინტიმურ სცენებს და ის, თუ როგორ არის აღწერილი ეს სცენა სცენარში, თითქმის ყოველთვის განსხვავებულია. ზოგადი მონახაზი, თავისთავად, გასათვალისწინებელია, მაგრამ იმპროვიზაციაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს. თუკი მსახიობებმა ყველაფრის რეპეტიცია წინასწარ გაიარეს, იაფფასიანი ეროტიკა გამოვა.


და მაინც, რეპეტიცია აუცილებელია, თუმცა თავიდან სცენას ჩაცმულები გადიან, თანაც არაერთხელ, შემდეგ კი ნაწილ-ნაწილ იხდიან, რათა ვარსკვლავებმა ზედმეტად არ იმოძრაონ შიშველ მდგომარეობაში.



loading...
Комментарии:
ყველა უფლება დაცულია © 2015-2019