ყველა სიახლე ერთ სივრცეში
კარლოსმა თავისი ახალდაბადებული 4 ტყუპი ხელში აიყვანა, ერთი წუთის შემდეგ კი მეუღლეს სამუდამოდ გამოემშვიდობა!

ამერიკაში, ფენიქსის ჰოსპიტალში 36 წლის ერიკა მორალესის მშობიარობა ტრაგიკულად დასრულდა – ქალი მშობიარობის დროს გარდაიცვალა. გადარჩა მისი ოთხივე ტყუპი – სამი გოგონა და ერთი ვაჟი, რომლებიც ნაადრევად დაიბადნენ – ორსულობის მეშვიდე თვეში, და ჯერჯერობით ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არიან.


...მშობიარობის შემდეგ ერთი საათის განმავლობაში ცდილობდნენ ქალის სიცოცხლის გადარჩენას, თუმცა ვერაფერი მოახერხეს.



ერიკას ქმარი კარლოს მორალესი ოთხი შვილით ხელში დაქვრივდა. მისი ბედით უამრავი ადამიანი დაინტერესდა, სპეციალური საიტი შეიქმნა და უკვე 29 ათას დოლარზე მეტი შეაგროვეს კარლოსის დასახმარებლად, რომელსაც მარტოს მოუწევს შვილებზე ზრუნვა.



ამერიკელი მამაკაცი მოულოდნელად დაქვრივდა და ოთხი ახალშობილი ტყუპის ამარა მარტო დარჩა. კარლოსმა მამაცობის, სიყვარულისა და თავგანწირვის საოცარი მაგალითი უჩვენა საზოგადოებას.



კარლოს მორალესმა წელს პირველად აღნიშნა მამის დღე. ეს დღე ფაქტობრივად მის პროფესიონალურ დღედ იქცა, რადგან უკვე მეხუთე თვეა მარტო უვლის ოთხ ტყუპს. მისი ცოლი ერიკა იანვარში გარდაიცვალა, მშობიარობიდან სულ რამდენიმე საათში. 



ერიკას ნაადრევი მშობიარობა ჰქონდა და ახალშობილებმა პირველი ორი თვე საავადმყოფოში გაატარეს. კარლოსმა ტრეისი, პეისლი, ერიკა და კარლოს-უმცროსი მარტში წაიყვანა მხოლოდ შინ და მას მერე თავად უვლის. ყოველი დღე წუთებით აქვს გაწერილი. კვება, საფენების გამოცვლა, ძილი...



"მთელი დღე ბავშვებთან ყოფნა, მათთან თამაში, იმის ყურება, თუ როგორ ტირიან და იცინიან – საუკეთესო დღეა ჩემთვის", - ამბობს კარლოსი. მარტოხელა მამას ძალიან ეხმარება სიდედრი, ერიკას დედა, და ასევე შედიან მის მდგომარეობაში მისი ოჯახის წევრები და მეგობრები.













ასევე გირჩევთ:
დატოვეთ კომენტარი
დიზაინი დამზადებულია სპეციალურად SIAXLE.RU-სთვის.