სკანდალური ინფორმაცია სააკაშვილზე, რომელიც ახლა ხდება ცნობილი - ნახეთ, რა გააკეთა მან ხელისუფლებაში ყოფნის დროს

image


თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორის ვახტანგ ჭარაიას განმარტებით, 2007 წელს სესხების საპროცენტო განაკვეთებზე დაწესებული ზედა ზღვარი მოიხსნა და საფინანსო სექტორს სესხების ნებისმიერი საპროცენტო განაკვეთით გაცემის უფლება მიეცათ. 

„2007 წელს საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება მოეხსნა სესხების საპროცენტო განაკვეთებზე დაწესებული ზედა ზღვარი და ნება დართო საფინანსო სექტორის წარმომადგენლებს, სესხები ნებისმიერი საპროცენტო განაკვეთით გაეცათ. დაიწყო 500, 700 და 1000 პროცენტიანი სესხების გაცემა. ერთი შეხედვით „ბაზარი დაარეგულირებს“ და რა პრობლემაა?! შორს რომ არ წავიდეთ, სახეზეა გამოცდილება, როდესაც ბაზარმა საკუთარი თავი ვერ დაარეგულირა და რა თქმა უნდა წარმოუდგენელი იყო რომ დაერეგულირებინა. ე.წ. „მიმზიდველი საინვესტიციო გარემოთი“ განიმარტა მიკროსაფინანსოების რამდენიმეჯერადი მომრავლება 15-დან 62-მდე, 2007-დან 2011 წლამდე. არადა ფაქტი იყო, რომ ყოველწლიურად მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი, ძირითადად კი ახალგაზრდები იღებდნენ გაუმართლებელ ფინანსურ გადაწყვეტილებებს და ამით არა იმდენად საკუთარ, არამედ ოჯახის კეთილდღეობას და ფინანსურ მდგრადობას აგდებდნენ რისკის ქვეშ. 2018 წლის ქართუ ფონდის და მთავრობის ერთობლივი ინიციატივა უიმედო ვალების ჩამოწერასთან დაკავშირებით წარსულის შეცდომების გამოსწორების ნაბიჯია და რომ არა ეს ნაბიჯი ასეულობით ათას ადამიანს წაართმევდნენ დაყადაღებულ ქონებას, დიდი ხანი ვერ გამოვიდოდნენ ჩრდილოვანი ეკონომიკიდან, დასაქმების ჭრილში, ვალის გადახდის შემთხვევაშიც კი მათი საბანკო სექტორთან ჯანსაღი ურთიერთობა აღდგებოდა მნიშვნელოვნად გვიან, ვიდრე ამ ინიციატივის შემდგომ. ამ გადაწყვეტილებით, საფინანსო სექტორს შეუმსუბუქდება ლიკვიდობის პრობლემა, რაც მათ ახალი სესხების შედარებით დაბალ პროცენტში გაცემის შესაძლებლობას მისცემს (სხვა საკითხია თუ ისინი როგორც გადაწყვეტენ ამ თანხების განკარგვას) და ბოლოს აღნიშნული ნაბიჯით უმჯობესდება საქართველოს იმიჯი და რეპუტაცია, რაც სხვადასხვა კვლევებში იქნება ასახული და მნიშვნელოვანია საქართველოს პოპულარიზებისთვის საერთაშორისო ასპარეზზე“, - ამბობს ჭარაია.

скачать dle 12.1
კითხვის გაგრძელება
ასევე ნახეთ:
ყველა უფლება დაცულია © 2018