„გაყიდე შენი რენჯ როვერი და დაეხმარე“- რატომ აკრიტიკებენ შორენა ბეგაშვილს

image

მსახიობი და ტელეწამყვანი შორენა ბეგაშვილი კრიტიკის ობიექტი ხშირად გამხდარა. ამჯერად შორენამ „ფეისბუქზე“ სტატია გააზიარა, რომელსაც დააწერა: „გილოცავთ ბედობას“. 
სტატია ეხება ორ ბავშვს, რომლებიც საჭმელს ნაგვის ურნაში ეძებენ.
პოსტს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. განსაკუთრებით კი, მას შემდეგ, რაც ერთ-ერთმა მათგანმა შემდეგი კომენტარი დაუწერა: „მერე გაყიდე შორენ შენი "რენჯ როვერი" და დაეხმარე„.


ამ სიტყვებმა ერთგვარი აჟიოტაჟი გამოიწვია და შორენას მეგობრები ასე გამოექომაგნენ:

„აი, რატომ ავალდებულებთ ვინმეს, რამე გაყიდოს? რომელმა თქვენგანმა თქვა საახალწლო საჩუქრებზე უარი იმ მოტივით, რომ ამ ბავშვებს დახმარებოდა? ან შეელია თავის 

სიმდიდრეებს? გამოვლენ კომენტარებში სიტყვით“, „როდის უნდა მოხვიდეთ აზრზე ხალხნო? რენჯ როვერის გაყიდვა არაა საჭირო, რომ დაეხმარო გაჭირვებულს. ყველამ რომ ჩარიცხოს რამდენიც შეუძლია, გაცილებით მეტი თანხა მოგროვდება და შენ რომ გყავდეს "რენჯ როვერი" შენი შრომით ნაყიდი, გაყიდდი? ბოღმა ნუ გალაპარაკებთ ხალხნო, იშრომეთ და თქვენც გექნებათ ყველაფერი“, „აუცილებელი არაა ყველამ საქვეყნოდ წარადგინოს ანგარიში, ვინ ვის რით ეხმარება! ასე ერთმანეთს რომ არ უყურებდეთ ხელებში და გულში იყუროთ, სხვას არ შეხედო, რამდენი გაიღო მოწყალება, რომ შენ ერთი ლარით მეტი გაიღო, ბევრად უკეთესად გვექნებოდა საქმე! გულში ჩაიხედეთ, გულში!!!!“..

ცოტა ხნის წინ მსახიობმა ახალი ფოტო გამოაქვეყნა, რომელსაც შემდეგი სიტყვები დააწერა: 
„კომენტარებში რომ აწყობილს მწერთ და პირადში ცხვირი და ტუჩი სად გავიკეთე“. 

პოსტს დადებითი გამოხმაურება მოჰყვა და შორენას „ინსტაგრამზე“ არსებული გამომწერების დიდმა ნაწილმა პოზიტიური კომენტარი დატოვა: „ძალიან მიხარია, ამდენი დადებითი კომენტარი რომ წავიკითხე, შორენა "აწყობამდე"-ც ულამაზესი იყავი და "აწყობის" მერეც უმშვენიერესი ხარ! თვალსაც უხარია და გულსაც სიამოვნებს შენი დანახვა. თუ ვინმეს ეს აღიზიანებს, ესე იგი, პრობლემები აქვს! ვისურვებდი, ყველა ქალს ჰქონდეს ამის შანსი, რომ თავს მოუაროს. მარტო სურვილით ვერაფერს გახდება. წარმატებებს გისურვებ, კარგო ადამიანო!“.
intermedia.ge

скачать dle 12.1
კითხვის გაგრძელება
ასევე ნახეთ:
ყველა უფლება დაცულია © 2018