ინფორმაცია რომელიც ამ წუთებში ვრცელდება-მიქაელის კლინიკაში ექიმის თავდასხმელის ვინაობა ცნობილია,ის ჩემი ცოლის დაქალების პოპულარი მსახიობი აღმოჩნდა, დააკავებენ თუ არა მსახიობს-იხილეთ დეტალები

ááá¤áá áááªáá á ááááá᪠áá á¬á£áááá¨á áá áªáááááá-ááá¥ááááá¡ áááááááá¨á áá¥áááá¡ áááááá¡á®ááááá¡ ááááááá áªááááááá,áá¡ á©ááá áªáááá¡ ááá¥áááááá¡ áááá£ááá á áá¡áá®áááá áá¦ááá©ááá, áááááááááá áᣠáá á áá¡áá®áááá¡-áá®áááá ááá¢ááááá


წმინდა მიქაელის კლინიკაში ექიმსა და პაციენტს შორის დაწყებული სიტყვიერი დაპირისპირება ექიმის ცემით დასრულდა. ექიმი ნუკრი ბერიშვილი ამ დრომდე კლინიკაში ტვინის შერყევითა და სხეულის დაზიანებებით მკურნალობს.

საავადმყოფოში ამტკიცებენ, რომ 25 წლის პაციენტი, რეზო ნასიძე, კლინიკაში გუშინ დღის პირველ ნახევარში შევიდა და ექიმებს ნარკოტიკული ნივთიერება მოთხოვა.

უარის შემდეგ ის აგრესიული გახდა და ექიმს ფიზიკურად გაუსწორდა. ხელჩართული ჩხუბი ექიმსა და პაციენტს შორის ადგილზე საპატრულო პოლიციის მისვლამდე გაგრძელდა.

რადიკალურად განსხვავებული ვერსია აქვს რეზო ნასიძის ოჯახს. დედის მტკიცებით, მისი შვილი წმინდა მიქაელის კლინიკაში გართულებული ვირუსის და ძლიერი თავის ტკივილის გამო მივიდა. ექიმებმა კი ოჯახის მტკიცებით, რამდენიმე საათის განმავლობაში მას ყურადღება არ მიაქციეს და არც გამაყუჩებელი საშუალება მისცეს. ოჯახი კლინიკის ექიმებს არასწორი ინფორმაციის გავრცელებასა და კონფლიქტის პროვოცირებაში ადანაშაულებს.

წმინდა მიქაელის კლინიკაში ექიმსა და პაციენტს შორის მომხდარ დაპირისპირებას თვითმხილველებიც ჰყავდა. მათი ინფორმაციით, პაციენტის გაღიზიანება ექიმის უყურადღებობამ გამოიწვია.

პაციენტი რომლსაც ექიმები თავდასხმაში ადანაშაულებენ მკურნალობას ახლა ინფექციურ საავადმყოფოში აგრძელებს. წმინდა მიქაელის სახელობის საავადმყოფოში მომხდართან დაკავშირებით კი გამოძიება 126-ე, ძალადობის მუხლით მიმდინარეობს.

”კურიერის” ინფორმაციით, სამართალდამცველებმა 25 წლის რეზო ნასიძე უკვე გამოჰკითხეს. გამოჯანმრთელების შემდეგ სავარაუდოდ, ჩვენებას გამოძიებას ნაცემი ექიმიც მისცემს.

ინფორმაცია რომელიც ამ წუთებში ვრცელდება-მიქაელის კლინიკაში ექიმის თავდასხმელის ვინაობა ცნობილია,ის ჩემი ცოლის დაქალების პოპულარი მსახიობი აღმოჩნდა, დააკავებენ თუ არა მსახიობს-იხილეთ დეტალები

скачать dle 12.1
კითხვის გაგრძელება
ასევე ნახეთ:
ყველა უფლება დაცულია © 2018