» » ყველაზე მცირეწლოვანი დედები - 12, 9, 6 და 5 წლის დედა მათი ისტორიები ნამდვილად გაგაოცებთ

ყველაზე მცირეწლოვანი დედები - 12, 9, 6 და 5 წლის დედა მათი ისტორიები ნამდვილად გაგაოცებთ

26 April 2019, Friday
185
0
0
loading...

სულ ცოტა ხნის წინ გურჯაანის სოფელ კარდენახში მომხდარმა ამბავმა სრულიად საქართველო შეძრა – 12 წლის გოგონა 6 თვის დაორსულდა, ჩვეულებრივ გაათხოვეს ზაფხულში და ქმართან გაშორებაც მოასწრო... თავადაც ბავშვი სულ მალე ბავშვის დედა გახდება... მისი მოზარდი ქმარი არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირის დამყარების ბრალდებით დააკავეს, შესაძლოა, მშობლებისა და სკოლის დირექტორის პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს. ექვსი თვის ორსული 12 წლის გოგონას ოჯახის წევრებისთვის, როგორც მათი საუბრიდან ირკვევა, პრობლემა ის კი არ არის, რომ არასრულწლოვანი გასულ ზაფხულში არაოფიციალურად დაქორწინდა და ახლა ის ბავშვს ელოდება, არამედ მათ
პრობლემად ის იქცა, რომ მოზარდი 18 წლის ქმარმა მიატოვა. ისიც გაირკვა, რომ გოგონას ქმრის ოჯახში ფიზიკურ შეურაცხყოფას ხშირად აყენებდნენ. ეს მისმა დამ გაამხილა, რომელსაც შვილი ასევე მცირეწლოვანს – 14 წლისას შეეძინა.
ამგვარი შემთხვევები, სამწუხაროდ ცოტა არ არის მსოფლიოში და სწორედ მათ შორის რამდენიმე ყველაზე გახმაურებულ და შოკის მომგვრელ ამბებს გავიხსენებთ. ისევ და ისევ იმისთვის, რომ მშობლები და საზოგადოება კიდევ უფრო მეტი სიფრთხილით მოეკიდოს ამ თემას და გაუფრთხილდნენ თავიანთ შვილებს. რადგან შემთხვევათ უმეტესობა, რასაკვირველია, მოზრდილ მამაკაცთა მხრიდან ძალადობას უკავშირდება.




5 წლის დედა" width="300" style="border: 0px none;" />
ამ ამბავმა თავის დროზე მსოფლიო გააოგნა... პერუელი ლინა მედინა მსოფლიოში ყველაზე პატარა ორსული იყო - 5 წლის. 1939 წელს პერუელმა ლინა მედინამ სწორედ 5 წლის ასაკში იმშობიარა და საკეისრო კვეთით გააჩინა პატარა ბიჭი. ის ყველაზე ახალგაზრდა დედა გახდა მედიცინის ისტორიაში.
ლინა მშობლებმა მიიყვანეს ექიმთან იმის გამო, რომ მუცელი მეტისმეტად გაეზარდა. თავიდან ეგონათ, რომ ეს სიმსივნე იყო, 
გადაფურცლეთ მომდევნო გვერდზე

5 წლის დედა"
ამ ამბავმა თავის დროზე მსოფლიო გააოგნა... პერუელი ლინა მედინა მსოფლიოში ყველაზე პატარა ორსული იყო - 5 წლის. 1939 წელს პერუელმა ლინა მედინამ სწორედ 5 წლის ასაკში იმშობიარა და საკეისრო კვეთით გააჩინა პატარა ბიჭი. ის ყველაზე ახალგაზრდა დედა გახდა მედიცინის ისტორიაში.
ლინა მშობლებმა მიიყვანეს ექიმთან იმის გამო, რომ მუცელი მეტისმეტად გაეზარდა. თავიდან ეგონათ, რომ ეს სიმსივნე იყო, 


თუმცა მალე აღმოაჩინეს, რომ ბავშვი შვიდი თვის ორსული იყო.
ამ ამბიდან თვენახევარში მან იმშობიარა კიდეც, უფრო სწორად, საკეისრო კვეთა გაუკეთდა, რადგან მენჯის ძვალი ჯერ განუვითარებელი ჰქონდა.
ლინას ბავშვი ისე გაიზარდა, ლინა თავისი და ეგონა. მხოლოდ ათი წლისას გაუმხილეს ნამდვილი ამბავი. ის ჯანმრთელი ბავშვი იყო, თუმცა 1979 წელს, 40 წლისა გარდაიცვალა ძვლის ტვინის სიმსივნით.




რაც შეეხება დაორსულების ფაქტს, ლინას არასდროს გაუმხელია, ვისგან დაორსულდა. მამამისიც კი დააპატიმრეს გაუპატიურების ბრალდებით, მაგრამ არავითარი სამხილი არ არსებობდა და გაუშვეს. მოგვიანებით მეცნიერებმა შედარებით სარწმუნო ვერსია დაუშვეს - პერუელ ინდიელებს შორის (განსაკუთრებით ისეთ სოფლებში, როგორშიც ლინა ცხოვრობდა) ძველებურად გავრცელებულია მასობრივი დღესასწაულები, რომლებიც ჩვეულებრივ, ორგიებით მთავრდება ხოლმე. სავარაუდოდ, გოგონა რაღაცნაირად შეიძლებოდა აღმოჩენილიყო ამ "დღესასწაულზე" და შემდეგ დაორსულებულიყო. ფაქტია, რომ მას ამაზე არავისთან არ ულაპარაკია და არც შემდეგ გაუმხელია პრესისთვის ეს ამბავი. მოგვიანებით ლინა გათხოვდა და 1972 წელს მეორე ვაჟიც გააჩინა.

ბულგარელი კორდეზა ჟელიაზკოვა 11 წლისა გახდა დედა. "ახლა სკოლაში აღარ ვივლი და თოჯინებით არ ვითამაშებ, ახალი სათამაშო მაქვს - ჩემი ქალიშვილი". გოგონას ორსულობა მისი ქორწილის დროს გაირკვა, როცა შემოტმასნილ საპატარძლო კაბაზე მუცელი გამოიკვეთა. როგორც კორდეზას ახალგამომცხვარმა, 19 წლის ქმარმა თქვა მოგვიანებით, ვითომ ეგონა, რომ გოგონა 15 წლის იყო. კორდეზამ მშვიდობიანად იმშობიარა და ყველაზე ახალგაზრდა დედების რიცხვს შეუერთდა.







ერთი საზარელი შემთხვევა 1934 წელს რუსეთში დაფიქსირდა - 6 წლის ხარკოველმა ლიზამ საკუთარი პაპისგან გააჩინა შვილი. ბავშვი მშობიარობის დროს გარდაიცვალა.




1957 წელს ლიმას ჰოსპიტალში 9 წლის ილდა ტრუჰილდომ იმშობიარა. როგორც მოგვიანებით ძიებამ დაადგინა, ბავშვის მამა მისი 22 წლის ბიძაშვილი იყო, რომელიც რატომღაც მასთან ერთ ოთახში ცხოვრობდა და გოგონა გააუპატიურა. ის მაშინვე დააპატიმრეს, როგორც კი ბავშვი ორსულობის ამბავი გაირკვა.

884 წელს კიდევ უფრო დიდი უცნაურობა მოხდა - 8 წლის ნიგერიელმა გოგონამ მუმ-ზიმ იმშობიარა, გოგონა გააჩინა. ხოლო რამდენიმე წლის შემდეგ ამავე გოგონას მეორე შვილმა ასევე 8 წლისამ იმშობიარა და მუმ-ზი 18 წლის ასაკში ბებია გახდა.

2001 წელს ტაილანდში 9 წლის გოგონა გახდა დედა - ის 8 წლისა გაათხოვეს 27 წლის კაცზე და მალევე დაორსულდა.

ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა მამა კი 13 წლის ალფია, რომელსაც 15 წლის გოგონამ შვილი გაუჩინა. როგორც ალფი ამბობს, 12 წლის იყო, როცა ამ გოგონასთან დადიოდა და არც ესმოდა, რას აკეთებდა. თუმცა შემდე უცებ მამა გახდა. წლების შემდეგ ჩიოდა, რომ ამ ამბავმა საბოლოოდ დაანგრია მისი ცხოვრება, ჟურნალისტებს კი არაერთხელ გაუჩნდათ ეჭვი, რომ გოგონამ ალფი და მისი პატიოსანი ოჯახი გამოიყენა და სინამდვილეში სულ სხვისგან გააჩინა შვილი.

loading...
Комментарии:
ყველა უფლება დაცულია © 2015-2019