» ''საქართველოში ძალიან ცოტა მამაკაცს აქვს ცოლთან თავისუფალი სექსი''... ამის ნამდვილი მიზეზი ის არი რომ ,,,

''საქართველოში ძალიან ცოტა მამაკაცს აქვს ცოლთან თავისუფალი სექსი''... ამის ნამდვილი მიზეზი ის არი რომ ,,,

14 May 2019, Tuesday
2 786
0
0
loading...

''á¡áá¥áá áááááá¨á á«ááááá áªáá¢á áááááááªá¡ áá¥áá¡ áªááááá ááááá¡á£á¤ááá á¡áá¥á¡á''... áááá¡ áááááááá áááááá  áá¡ áá á á áá ,,,

ადამიანების უმრავლესობა ნებისმიერ ასაკში სიახლის ძიებაშია, იშვიათად მოსწონს ვინმეს ერთფეროვანი ცხოვრება და წყნარი დინება. ორივე სქესი სხვადასხვანაირად ებრძვის ამ ''პრობლემას''. ხშირად ორმოც წელს მიტანებული ან გადაცილებული მამაკაცი დაღვინების ნაცვლად ამ ასკაში იწყებს ''დუღილს'', რამდენიმე ქალს ერთდროულად ეპოტინება და ამით საკუთარ თავს უმტკიცებს, რომ ჯერ კიდევ მაგარია და ასაკში შესული ბევრად უფრო სიმპათიურია, ვიდრე უწინ...

ლევანი (43 წლის):
- ცოლი 21 წლის ასაკში მოვიყვანე. კურსელები ვიყავით, ერთად ვატარებდით მთელ დღეებს. ხან ერთი მეგობრის სახლში ვიყავით, ხან 
მეორის. დაბადების დღე იყო, თუ ქეიფი, მაინც ერთად გვიწევდა სიარული და ბოლოს ვუთხარი, მოდი, ბარემ ღამითაც ერთად ვიყოთ-მეთქი. 
- და ''ბარემ'' ცოლად მოიყვანეთ, არა?
- ჰო (იცინის). სიმართლე გითხრათ, აქ კიდევ ერთი მიზეზი იყო. სკოლა რომ დავამთავრე, ბიძაჩემმა ოროთახიანი ბინა მაჩუქა. მითხრა, ცოლს რომ მოიყვან, ერთი ''ნოლ სემი'' ჩემზე იყოსო. რა მექნა, მანქანა ძალიან მინდოდა (იცინის). 
- ბიძამ დანაპირები შეგისრულათ?
- აბა, როგორ?! ჩვენებმა 300-კაციანი ქორწილი გადაგვიხადეს და ''პაესდკაშიც'' გაგვიშვეს. იქიდან რომ დავბრუნდით, ჩემს ბინაში, ცალკე დაგავბარგდით. 
- მუშაობდით სადმე?
- როგორც კი სწავლა დავამთავრე, მუშაობა დავიწყე. ვაჭრობის სფეროში ჩემებს ბევრი ახლობელი ჰყავდათ და მამაჩემის ძმაკაცმა თავისთან მომაწყო.
- მაპატიეთ, მაგრამ უნდა გკითხოთ, მეუღლე გიყვარდათ?
- კი, როგორ არა და ახლაც მიყვარს. ამქვეყნად ოჯახი ყველაზე წმინდა და ხელშეუხებელია. კი, ქალები სულ მყავდა, ერთხელ თითქოს სერიოზული რომანიც მქონდა, მაგრამ ოჯახის მიტოვებაზე არასოდეს მიფიქრია. ორი შვილის მამა ვარ, ''ლევი'' ბავშვი არავისთან მყავს და არც მეყოლება. რას ლაპარაკობ, მაგას როგორ ვიზამ?!
- ასე დარწმუნებული რატომ ხართ, ჯერ კიდევ ყველაფერი წინ გაქვთ...
- (იცინის) ჰო, არასოდეს თქვა არასოდესო - კარგი ნათქვამია, მაგრამ ეგეთი ''იაღლიში'' აქამდე არ მომსვლია და ახლა აღარ მომივა.
- ალბათ გიფიქრიათ, რატომ გაქვთ ურთიერთობები სხვა ქალებთან...
- მაგას დიდი დაფიქრება არ სჭირდება. ცოლი მიყვარს, მაგრამ სხვასთან ურთიერთობის სურვილი მაინც მიჩნდება. ეს ''მავსებს''. როგორ გითხრათ, ქალი ხართ და შეიძლება ვერ გაიგოთ, მაგრამ კაცი გაიგებს. ჩვენ ყოველდღიურად გვჭირდება რაღაც სიახლე, ადრენალინი, თუნდაც მცირე ინტრიგა. არასოდეს არავისთვის სიყვარული არ ამიხსნია და არ მომიტყუებია, თუ ვიღაც მომეწონება, პირდაპირ ვეუბნები, რომ მასთან ''იმ პონტში'' ურთიერთობა მსურს. საბედნიეროდ, დღემდე თავში ტაფა არავისგან მომხვედრია, თუმცა გაოცების მომენტები ხშირია (იცინის). 
რა არის იცი, ერთ რამეს დავაკვირდი, ქალები თავს იშტერებენ ხოლმე, არადა მე ყოველთვის პირდაპირ ვეუბნები, რა მსურს მათგან. მერე ვითომ ვერ ხვდებიან, რატომ ვეპატიჟები ყავაზე, მერე უფრო მაგარ სასმელს ვუკვეთ, ერთად ვსვამთ, მანქანით გასეირნებას ვთავაზობ. მერე იწყება მსახიობობა, სცენები ერთი-ორი ცრემლის თანხლებით. მერე ჩემს მხრებში ჩარგავენ თავს და თავის ისტორიებს ჰყვებიან, რომელიც ძალიან ჰგავს ერთმანეთს - როგორ უყვარდათ, როგორ ტოვებდნენ, როგორ გატანჯეს კაცებმა.…არც ერთ ქალს ურთიერთობაში საკუთარი თავი არ დაუდანაშაულებია, მამაკაცები ხომ მონსტრები ვართ (იღიმის)! 
ერთადერთი ქალი შემხვდა ისეთი, რომელმაც ჩემს შეთავაზებაზე სხვებივით თავი არ დაიშტერა. პირდაპირ მითხრა, რომ არაფერი გამომივიდოდა. ახლაც მახსოვს მისი ფრაზა, რატომ გინდათ სადმე შევხვდეთ, რას ელით ამ ურთიერთობისგან, დარწმუნებული ვარ, სულაც არ გსურთ ჭიქა ცხელი ჩაის თანხლებით ბოდლერზე საუბარიო (იცინის). მის მიმართ ინტერესი გამიორმაგდა. არადა, განსაკუთრებული არაფერი იყო, ჩვეულებრივი გამხდარი, ქერა გოგო, მაგრამ ისეთი შინაგანი ძალა მოდიოდა მისი თვალებიდან, თავს ვერაფერს ვუხერხებდი. 
იმ გოგომ მითხრა, 25 წლის ვიყავი, როცა ერთი კაცი გავიცანი. ის მთელ სამყაროს მერჩივნა და მიუხედავად იმისა, რომ მესამე წელია ჩემთან აღარ არის, მაინც მიყვარსო. შენ კი არა, მთელი საკაცეთი რომ ჩემ წინაშე მუხლებზე დაემხოს, ვერავის სხვა თვალით ვეღარ შევხედავო. თან ამას არ იგონებდა, არ მეთამაშებოდა, რეალურად ამბობდა. დიდი ხანი ვაკვირდებოდი მის ყოველ ნაბიჯს და დავრწმუნდი, რომ სიმართლეს ამბობდა. ყველაზე მეტად ის მომწონდა, რომ თავის სიყვარულს არ მისტიროდა და თავს არ მაცოდებდა.
- მგონი მის მიმართ გულგრილი არ ყოფილხარ...
- ჰო, შეიძლება ითქვას, რომ ლიკა შემიყვარდა. იცით, წლები რომ გადის, ცოლის გვერდით ცხოვრებას ისე ეჩვევი, გგონია, რომ შენი სისხლი და ხორცია, ვიღაც ძალიან ახლობელი
- ლიკაზე ვსაუბრობდით... 
- ჰო, მევასებოდა ეგ ქალი და მიუხედავად იმისა, რომ მითხრა შანსი არ გაქვსო, მე მაინც ფარ-ხმალს არ ვყრიდი. ისე ვიქცეოდი, როგორც 17 წლის ბიჭი, მაგრამ ვერაფერს გავხდი. თან არ მეჩხუბებოდა, მაგრამ ღიმილით ისეთ ''მწარეს'' მეტყოდა, ადგილზე ვქვავდებოდი. მოკლედ, რამდენიმე წელი ვდიე. პარალელურად სხვა ქალებსაც ვხვდებოდი, მაგრამ ლიკას მიმართ მაინც დაუოკებელი ლტოლვა მქონდა. ერთხელ მითხრა, 30 წელს გადავაბიჯე, გათხოვებას არ ვაპირებ, მაგრამ შვილი აუცილებალად მინდა მყავდესო. დაუფიქრებლად ვუთხარი, არ გინდა შენი შვილის მამა მაინც ვიყო-მეთქი, მაგრამ ღიმილით უარი მითხრა. მერე საბერძნეთში წავიდა რამდენიმე თვით. იქიდან რომ დაბრუნდა, ვნახე, ექვსი თვის ორსული იყო. გოგონა შეეძინა, დღემდე მარტოა და ბავშვს მარტო ზრდის.
- როგორ ფიქრობთ, თქვენმა ცოლმა თქვენი გატაცებების შესახება არაფერი იცის?
- ამაზე არასოდეს გვისაუბრია. შეიძლება იცის კიდეც, მაგრამ სასაყვედურო არაფერი აქვს. ჩემს ოჯახს არაფერი აკლია, არც ცოლი მყავს უყურადღებოდ და არც საკუთარ თავს ვივიწყებ. კაი რა, ერთხელ მოვდივართ ამქვეყნად და მაშინაც ჩემი არ გავისწორო (იცინის)?! თან იმასაც გაგიმხელთ, რომ ცოლისთვის იმის კადრება არ შემიძლია, რაც ამ ქალებთან მაქვს.
- რას გულისხმობთ?
- ამას ყველა კაცი გეტყვით, დღეს, საქართველოში ძალიან ცოტა მამაკაცს აქვს ცოლთან თავისუფალი სექსი და ამიტომ გარბიან სხვა ქალბატონებთან.

geoniusebi.ge

loading...
Комментарии:
ყველა უფლება დაცულია © 2015-2019