SIAXLE.RU

მსოფლიო სიახლეები

საზარელი ავარია ოზურგეთში - ვინ არის 25 წლის ბაიკერი ბიჭი, რომელიც უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა

Loading...

ოზურგეთში მოტოციკლეტით მოძრავი ახალგაზრდა, ორ მსუბუქ ავტომანქანას შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა მოტოციკლეტის მძღოლი 25 წლის მამუკა ნაცვალაძე.

დაშავებულია ასევე კიდევ ერთი პირი, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

იტვირთება...
 13-03-2019, 17:16
 676