» » "დედას რომ შეგაგინებს, იქვე უნდა შეჭამო" დუტა სხირტლაძე განცხადებას ავრცელებს

"დედას რომ შეგაგინებს, იქვე უნდა შეჭამო" დუტა სხირტლაძე განცხადებას ავრცელებს

02 April 2019, Tuesday
2 503
0
0
Loading...

მსახიობი და შოუმენი დუტა სხირტლაძე ინტერვიუებს ხშირად არ თანხმდება და ამის დროც არ აქვს, თუმცა, ჟურნალ "თბილისელებისთვის" გამონაკლისი დაუშვა და იმის შესახებ ისაუბრა, როგორ უწევს ცხოვრება. 

- ზოგმა რეჟისორმა უარი მითხრა თანამშრომლობაზე, რადგან „გაცვეთილი სახე“ მაქვს. დღეს, როცა საავტორო ფილმს ქმნიან, „გაცვეთილი სახე“ არ აწყობთ, რადგან ჩვენთან კინო ხომ კომერცია არაა (იცინის).

- ანუ ყველგან დუტაა გამოუვიდათ?

დაახლოებით, თუმცა რატომაც არა?!. ყველაფერი გავაკეთე, რომ ეს ხალხისთვის მეჩვენებინა – შესაძლებელია, ყველგან ვიყო. ვიღაცებს ეს აღიზიანებთ კიდეც. 
ზოგზოგიერთები „ფეისბუქში“ რომ იგინებიან, ჰგონიათ, რომ ცოცხალი ადამიანები არ ვართ. არ ვპასუხობ, თორემ, წესით, უნდა გავუნგრიო ცხვირ-პირი. რა ქნან, მათი ინტელექტი მეტს ვერ ხვდება. 

მეც ცოლ-შვილი, ოჯახი მყავს, ბენზინის ფულზე „ვჩალიჩობ“. მეც ისევე ვცხოვრობ, როგორც სხვა, უბრალოდ, ხანდახან ტელევიზორში ვჩანვარ. 

ესენი კი, როგორც ადამიანს, ისე არ გიყურებენ, სადღაც ირეალურ სამყაროში არსებულ „ტიპს“ გხედავენ, რომელსაც შეგიძლია შეურაცხყოფა მიაყენო, მაგრამ არ იცის, რომ უცებ შეიძლება, ჩატში მიწერო. მიმიწერია კიდეც, მაგრამ წამიშლია. თან, მიმიწერია მთელი კახეთი… რაც კი გამიგონია. 

უბრალოდ, მერე მივმხვდარვარ, რომ არასწორად ვიქცევი და წამიშლია. ყველაზე მეტად შეურაცხყოფა მაღიზიანებს. რომ გამაკრიტიკონ, როგორც მსახიობი, წამყვანი ან სიტყვა-პასუხი დამიწუნონ, კიდევ ჰო, მაგრამ დედას რომ შეგაგინებს, იქვე უნდა შეჭამო.

Loading...
Комментарии:
ყველა უფლება დაცულია © 2015-2019