» » ნახეთ რის სანაცვლოდ აპირებს იაგო ნებიერიძე 14 წლის წინ გაუჩინარებული ბავშვის საფლავი გაამხილოს

ნახეთ რის სანაცვლოდ აპირებს იაგო ნებიერიძე 14 წლის წინ გაუჩინარებული ბავშვის საფლავი გაამხილოს

30 May 2019, Thursday
48
0
0
loading...

ááá®áá á áá¡ á¡ááááªáááá áááá ááá¡ áááá áááááá áá«á 14 á¬ááá¡ á¬áá ááá£á©áááá ááá£áá áááá¨ááá¡ á¡áá¤áááá ááááá®áááá¡

გორში 9 წლის ნანიკო ბერიაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებული იაგო ნებიერიძე შინაგან საქმეთა მინისტრთან გიორგი გახარიასთან შეხვედრას ითხოვს.

როგორც მისმა ადვოკატმა მარიამ პაპოშვილმა „პრაიმტაიმს“ განუცხადა, ნებიერიძემ 14 წლის წინ გაუჩინარებული ბავშვის საფლავის ადგილმდებარეობა იცის და ამაზე უნდა მინისტრს დაელაპრაკოს.

„ერთ-ერთ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ გაუჩინარებული მოზარდის ადგილსამყოფელი იცის და ამისთვის გიორგი გახარიასთან ან მის მოადგილესთან შეხვედრას ითხოვს. თქვა – დედას საფლავი უნდა დავუბრუნოო“ – განაცხადა პაპოშვილმა.

ადვოკატი არ აკონკრეტებს, სამაგიეროდ რას მოითხოვს ნებიერიძე.

შეხვდება თუ არა მინისტრი მსჯავრდებულს, ამის შესახებ სამინისტროში კომენტარს არ აკეთებენ.

იაგო ნებიერიძემ ერთხელ უკვე „დაასახელა“ 14 წლის წინ გაუჩინარებული მოზარდის საფლავის ადგილსამყოფელი. სამართალდამცველები, რამდენიმე დღის განმავლობაში გორის კულტურისა და დასვენების პარკში ეძებდნენ. თუმცა, როგორც შემდგომ გაირკვა მსჯავრდებულმა გამოძიებას არასწორი ინფორმაცია მიაწოდა.

შეგახსენებთ, გორში 9 წლის ნანიკო ბერიაშვილი 2018 წლის 25 ოქტომბერს გაუჩინარდა. მისი ცხედარი სამართალდამცვებმა მდინარე ლიახვის პირას რამდნეიმე საათიანი ძებნის შემდეგ იპოვეს. საქმეზე ბრალებულის სახით დააკავეს 33 წლის იაგო ნებიერიძე, რომელიც მეზობლად მდებარე სახლში სარემონტო სამუშაოებს ასრულებდა.

geoniusebi.ge

loading...
Комментарии:
ყველა უფლება დაცულია © 2015-2019