» ჩცდ-ს დაწყების თარიღი უკვე ცნობილია - ნახეთ როდის დაიწყება სერიალი

ჩცდ-ს დაწყების თარიღი უკვე ცნობილია - ნახეთ როდის დაიწყება სერიალი

02 March 2019, Saturday
315
0
0
Loading...


ფორმულა კრეატივის პოპულარული სერიალი ჩემი ცოლის დაქალებიტელეეკრანებზე 8 მარტს ბრუნდება.

სერიალის მეთხუთმეტე სეზონი ნაცნობ დროსა და არხზე გავა — პარასკევს, შაბათსა და კვირას, 23 საათზე რუსთავი 2-ის ეთერში.

როგორც სერიალის პროდიუსერმა ირაკლი საღინაძემ On.ge-ს უთხრა, სერიალში კვლავ შევხვდებით მთავარ პერსონაჟებს, თუმცა, მისი სიტყვებით, კარგად დავიწყებული ძველი სახეებიც დაგვიბრუნდებიან.

პროდიუსერის თქმით, უნდა ველოდოთ სიახლეებსაც:

"ტრადიციულად იქნება სიახლეები. ყველა ახალმა სეზონმა ახალი სათქმელი, ხედვის კუთხე, პერსონაჟის ან სიუჟეტის განვითარების ხაზი უნდა მოიტანოს. ასე რომ, სტილს ამ სეზონშიც დავიცავთ, და მსგავსი სიახლეები იქნება".

სერიალის მეთხუთმეტე სეზონში 62 სერია იქნება და ის ივლისის ბოლომდე გაგრძელდება.

წყარო

Loading...
Комментарии:
ყველა უფლება დაცულია © 2015-2019